ანა ნაცვლიშვილი - მთავარი ფიგურა, რომელიც რუსულ გეგმას ახორციელებს და სათავეში უდგას სპეცოპერაციას, არის ივანიშვილი - სანქციების რეჟიმის გაგრძელება გარდაუვალია

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „რუსულ გეგმას“ ახორციელებს საქართველოში, რის გამოც მისი დასანქცირება გარდაუვალია.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს ადრე თუ გვიან პერსონალური პასუხისგება მოუწევს.

ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმ სქემებს ახორციელებს, რომელიც დაწერილი არის კრემლში ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ დანაშაულების, სახელმწიფოს ღალატისთვის, არჩევნების მიტაცებისთვის და იმ უმძიმესი მოქმედებებისთვის, რომელსაც ის სათავეში უდგას საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ივანიშვილს ადრე თუ გვიან პერსონალური პასუხისგება მოუწევს. იმ დანაშაულების მასშტაბის გათვალისწინებით, რომელშიც ის არის მხილებული, ვფიქრობ, ეს უფრო ადრე იქნება, ვიდრე გვიან. სანქციების რეჟიმის გაგრძელება გარდაუვალია. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც რუსულ გეგმას ახორციელებს და სათავეში უდგას ამ სპეცოპერაციას, არის ივანიშვილი. ამიტომ, აბსოლუტურად დასაბუთებულია მოლოდინი იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ მისი დაჯგუფების წევრები, არამედ პერსონალურადაც დასანქცირდეს“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასანქციროს.

როგორც უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით“.

"რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“, - წერს უილსონი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა