შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ამ არჩევნებზე კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ - მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა!

ნურავინ იტყუებს თავს და ნუ იმშვიდებს, განსაკუთრებით ოპოზიციაში. ამ არჩევნებზე ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ. მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ადგილზე უნდა იყოს ქართველი ხალხის ვერდიქტით.

„თუ ფიქრობენ, რომ საქართველოში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა და უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გაუქმდეს მოლდოვაში გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები, პოლონეთსა და ბულგარეთში. მილიონ მაგალითს მოგიყვანთ, დააკვირდით ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები როგორ არის, იქაც დაინახავთ ამ სტანდარტით ფარულობის დარღვევას.

ამომრჩეველთა მობილიზების წარმოჩენა თითქოს არ არის პარტიის მუშაობის საერთაშორისო სტანდარტი, ტყუილია. 5 წუთი და 2 სახელმძღვანელოს ამონარიდის ჩვენება იყო საჭირო, რომ ეს დიდი ფარსი გვემხილებინა.

მაღალი მხარდაჭერის მიზეზებს რაც შეეხება, ჩახედეთ, ის კომპლექსური სქემა რასაც საუბრობენ მარტივია. ამ სქემას ჰქვია დემოკრატია და ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხთან არ მიხვალ, ხალხი არ დაგიჭერს მხარს, იქ არ გექნება არანაირი შანსი, კარგი შედეგები რომ გქონდეს.

ნურავინ იტყუებს თავს და ნუ იმშვიდებს, განსაკუთრებით ოპოზიციაში. ამ არჩევნებზე ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ. მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა! ამ ადგილზე უნდა იყვნენ ისინი ქართველი ხალხის ვერდიქტით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა