შალვა პაპუაშვილი - საქართველო ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისია - აქ რომ არეულობა ყოფილიყო, როცა ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი, მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ

ცეცხლის რკალში ვართ ფაქტობრივად და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, რომ მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი - აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა არაესკალაციის პოლიტიკით არა მხოლოდ საქართველო იხსნა ეკონომიკურ კრიზისსა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტს, არამედ ევროპაც გადაარჩინა ეკონომიკურ პრობლემებს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ბოლო 4 წლის განმავლობაში; ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა ამ პოლიტიკას. ამ არჩევნებმა და ამ რეფერენდუმმა სწორედ ეს დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი დგას ამ პოლიტიკის უკან - იმ პოლიტიკის, რომ არ დაწესდეს სანქციები, არ გაიგზავნონ მოხალისეები ომში, იმ პოლიტიკის, რომ არ შევიდეთ ესკალაციაში სხვა ქვეყნებთან ჩვენს გარშემო. გავიხედოთ გარშემო - ცეცხლის რკალში ვართ ფაქტობრივად და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, რომ მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი. არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის არის მშვიდობა, არამედ ეს მშვიდობა მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვისაც. დღეს საქართველო არის რეალური ხიდი და ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის, დღეს საქართველოზე გადის ყველა ეს ტვირთი, ამიტომ ამ მშვიდობით ვსარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამით სარგებლობენ სხვა ქვეყნები, თორემ აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ. სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ გადაარჩინა ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა