შალვა პაპუაშვილი - როცა ადამიანი „კოშმარს“ გეძახის, პასუხი უნდა გასცე - როგორც კი გაჩერდებიან, ჩვენგანაც არ იქნება რეაქცია, ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება

როდესაც ადამიანი „კოშმარს“ გეძახის, მგონი ქართველობაც არ სჭირდება ამას, რომ შესაბამისი პასუხი გასცე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ როგორ აპირებს აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების დარეგულირებას.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც კი პარტნიორების კრიტიკა გაჩერდება, ისინიც გაჩერდებიან.

„როგორც ერთ ცნობილ გამონათქვამშია, ჩვენ დავიწყეთ?სინამდვილეში, ჩვენ არაფერი დაგვიწყია. ჩვენ ვინმეს არჩევნებში ჩავერიეთ? ლიეტუვის, პოლონეთის არჩევნებში ჩავერიეთ თუ მოლდოვის არჩევნებში ვერეოდით? ჩვენს არჩევნებში ერეოდნენ ლიეტუველი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პირდაპირ აგიტაციას ეწეოდნენ. ისინი გვამკობდნენ ჩვენ სასწაული ეპითეტებით. ჩვენ ხომ არ ვაკეთებდით ამას არა?! ამას ვეძახით ჩვენ ზუსტად ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ მოწადინებული ვართ ამისკენ. ეს არაერთხელ ვაჩვენეთ კიდეც“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დაახლოებით 2 წლის წინ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩს განუცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს იწყებს და კრიტიკა სწორედ მათგან მოდის.

„როგორც კი გაჩერდებიან, ჩვენგანაც არ იქნება რეაქცია. როდესაც ადამიანი „კოშმარს“ გეძახის, მგონი ქართველობაც არ სჭირდება ამას, რომ შესაბამისი პასუხი გასცე. განსაკუთრებით, როდესაც ქართველებს გვეხება და ასეთ შეურაცხყოფას გვაყენებენ, აქ პასუხი მყისიერი იქნება. იმ მომენტში ევროპარლამენტარები გაჩერდნენ და გაჩერდა ყველაფერი, შემდეგ დაიწყეს და დაიწყო ყველაფერი. ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება. ქმედებების ავტორები არიან ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსები, როგორც კი ისინი მოისურვებენ, რომ ევროპულ ღირებულებით იხელმძღვანელებენ და არა გაუგებარი პოლიტიკური თუ „კლანური“ მიზნები, იმ მომენტში ყველაფერი გადაიტვირთება და ჩვეულებრივი ურთიერთობა იქნება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა