შალვა პაპუაშვილი - საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება - თუ ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერითაა გამოსახული

საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ბრიფინგის მიმდინარეობისას წარმოდგენილ, საქართველოს რუკას, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები მკვეთრად აღქმადი არ არის.

პაპუაშვილმა, ადამიანებს, ვინც სოციალურ ქსელში ბრიფინგზე წარმოდგენილი საქართველოს რუკა კრიტიკული ტექსტით გაავრცელა, სამარცხვინოები უწოდა.

„როგორც იცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო, არა საქართველოს ტერიტორიები, არის თეთრი ფერითაა გამოსახული. ესეც ხომ აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საერთოდ საქმე - ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ხატია დეკანოიძის რეაქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმ ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სხვა ქვეყნის სამსახურში ყოფნის გამო თქვა, შენიშვნას ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით ვერ მიიღებს“.

ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე აქვს უარი ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებ. როგორც პასპორტი მოგვიგდო ქართველს ხალხს და წავიდა, რომ უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს და ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში, სისულელეა, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა