გიორგი ვაშაძე - პროტესტი პერმანენტული იქნება, პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება

პროტესტი პერმანენტული იქნება - პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება , - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას.

“პროტესტი პერმანენტული იქნება. იქნება სისტემური, კომპლექსურად დაგეგმილი გვაქვს ყველაფერი. პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება ეს პროტესტი. ჩვენი მიზანია, გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ხალხმა გავიფორმოთ, ახლიდან ჩატარდეს არჩევნები. მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი წამოვიწყოთ, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას”, - აღნიშნა ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა