რადოსლავ სიკორსკი - ნატო-მ, შესაძლოა, უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხი განიხილოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მიმდინარეობს კომპლექსური დისკუსიები ნატო-ს ძალების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკიმ პოლონურ TVN24-თან საუბარში განაცხადა.

„გვაქვს თუ არა უფლება, ჩამოვაგდოთ ასეთი რაკეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ჩვენს საზღვარს გადაკვეთს? ამაში ეჭვი არ არსებობს, მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ის, რაც პრჟევოდოვში მოხდა. ნამსხვრევებმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაზიანება, დაშავება ან სიკვდილიც კი“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, სიკორსკის თქმით, უკრაინის წინადადებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს და სავარაუდოდ, ნატო-ს მინისტრები ამ თემას მომავალ შეხვედრაზე კვლავ დაუბრუნდებიან.

„ეს ჩვენს მოკავშირეებს შორის შეთანხმებისა და განხილვის საკითხია. ახლა ჩვენ გვყავს ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი და მომავალ კვირას ნატო-ს მინისტრების მორიგი შეხვედრა გაიმართება. შესაძლოა, ეს თემა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ნაწილი გახდეს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა