„მრავალეროვანმა საქართველომ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც „მრავალეროვან საქართველოში“ განმარტავენ, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოს“ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში აღძრული ჰქონდა 4 ადმინისტრაციული სარჩელი ცესკო-ს N22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა მარნეულის საარჩევნო ოლქის N2, N41, N69 და N71 საარჩევნო უბანზე გამოვლენილ საარჩევნო კანონდარღვევებს;

„მიუხედავად შეზღუდული დროისა, ადმინისტრაციული სარჩელები სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და დადგენილ ვადაში; მათი განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა; კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები და გამოთქვამენ იმედს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე შესაძლებელი გახდება ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაუქმება და წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელების საფუძვლიანად განხილვა;

მარნეულის N69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ გახმაურებულ ინციდენტთან დაკავშირებული საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" საჩივარი კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტასთან მიმართებით დაკმაყოფილებულ იქნა ცესკო-ს N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის N54/2024 განკარგულებით, ხოლო, კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში საქმის მასალები ამოღებული აქვს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს;

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს ახორციელებდა სადამკვირვებლო მისიას; სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომელიც მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი); “მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია ეფექტურ მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს;

ზემოხსენებული სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოსა და ესტონეთის საელჩოების, ასევე ახალი დემოკრატიის ფონდისა (NDF) და ფონდ „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე