BBC - პირველადი მონაცემებით, დონალდ ტრამპი მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ე.წ. მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჯორშიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია.

არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს მეტოქეს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს.

ამასთან, კამალა ჰარისი ლიდერობს მიჩიგანში, თუმცა იქ, ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 32%-ია დათვლილი.

ამასთან, BBC-ი წერს, რომ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში