გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, რურუა ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რურუა სუს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული, რაც შეთქმულებასა და ტერორიზმს გულისხმობს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი