„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს

2024 წელს იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხრიდან, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, არაერთი ურთულესი რეპროტეზირება და მისი თანმდევი სარეაბილიტაციო კურსი დაფინანსდა. ასევე, ჩატარდა გადაუდებელი სასწრაფო ოპერაციები გერმანიაში, ავსტრიასა და თურქეთში. ფონდმა წელს 54 დაჭრილ მებრძოლზე იზრუნა, რასაც 657 463 ლარი მოხმარდა. აქედან 516 000 ლარი, ფონდისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 50%-იანი თანადაფინანსებაა, რომლის ბიუჯეტმა წელს 1 030 000 ლარზე მეტი შეადგინა.

სულ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მანძილზე დაფინანსდა:

  • 23 ოპერაცია და სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ - -502 987 ლარი
  • 5 ბენეფიციარის რეაბილიტაცია და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება - 11 113 ლარი
  • 4 ოპერაცია საქართველოში - 46 260 ლარი
  • 7 ეტლისა და საჭირო სამედიცინო ინვენტარის შეძენა - 25 760 ლარი
  • 15 ბენეფიციარის არასრულწლოვანი შვილის სხვადასხვა საჭიროებები - 24 212 ლარი
  • 13 ბენეფიციარის მეუღლის სხვადასხვა საჭიროებები - 20 881 ლარი
  • 4 სამედიცინო კვლევა - 11 485 ლარი
  • 6 სასწავლო კურსი - 7 839 ლარი
  • 6 ბენეფიციარისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 6 925 ლარი

სილქნეტმა, 2024 წელს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში”, დონაციის ოდენობა გაზარდა და ყოველწლიურად განსაზღვრულ 300 000 ლარის შემოწირულობას, დამატებით 481 000 ლარი შემატა. კომპანიამ 2018 წელს დააარსა ფონდი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების, ასევე მათი ოჯახების დასახმარებლად. ამ პერიოდიდან დღემდე 3 მილიონი ლარი მოხმარდა ბენეფიციართა ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი და გეგმური ოპერაციები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პროფესიული გადამზადების მიზნით სასწავლო კურსების და ტრენინგების დაფინანსება, ასევე საცხოვრებელი ფართის ადაპტირება. ფონდის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საომარ მოქმედებებში მიღებული ტრავმების მქონე დაშავებული სამხედროების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ ღირსეულ ყოფასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ დაარსების დღიდან უერთდებიან შემომწირველები: საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო პირები, ბიზნეს კომპანიები. ბევრი მათგანი ყოველწლიურად ახორციელებს დონაციას. სილქნეტისა და სხვა შემომწირველთა ჯამურმა დონაციამ 2024 წელს 1 094 941 ლარი შეადგინა.

გარდა ფინანსური შემოწირულობისა, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. წელს, უკვე მეორედ ფონდის გარშემო გაერთიანდნენ თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის და საქართველოს თავდაცვის ძალების წევრები, მათი ოჯახები და მეგობრები, რომლებმაც ლისზე, საქველმოქმედო გარბენში მიიღეს მონაწილეობა. რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა ფონდში. დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით კი, ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში British Corner სასწავლო კურსი 50 ბენეფიციარმა გაიარა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობაში ყველა მსურველს შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერი თანხით, თუნდაც სულ მცირედი შემოწირულობით. აქტიურია ფონდის საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771 - ერთი ზარი-ერთი ლარი. შემოწირულობის განხორციელება შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან თანხის ჩარიცხვით ფონდის ანგარიშზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს