მამუკა მდინარაძე - თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან - მის ადგილზე შემრცხვებოდა, რომ პოლიტიკოსს აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, ჩემ მაგივრად გამოეცხადებინათ გადაწყვეტილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, 30 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებითაა ნაკარნახევი.

როგორც მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან.

„ასეთი ცნობილი ფრაზა არსებობს „თამაში გაყიდა“. ელისაშვილმა „თამაში გაყიდა“, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩემი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა იმის შემდეგ საუბარი, რაც პოლიტიკოსი, აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, გადაწყვეტილებას ჩემ მაგივრად გამოაცხადებდა. მოსამართლე ხუჭუას ასეთი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მისი გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახევი.

მას არავინ უკრძალავს პოლიტიკური გემოვნების ქონას, პირიქით, ამ ქვეყანაში როგორც არასდროს ისეა დაცული აზრის, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სამოსამართლეო სტანდარტი მას ამის საშუალებას არ აძლევს, რომ ის წავიდეს, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, აზრი გამოთქვას, ანგარიში აბაროს „ნაცმოძრაობის“ მედიასა თუ რომელიმე მედიას. ამიტომ ის აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან, მე როგორც იურისტი ვამბობ ამას და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი. მისი ქცევა არ ჯდება არც მოსამართლის და არც იმ ეთიკურ ნორმებში, რა ეთიკური ნორმებიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული და რა ეთიკაც მათ საკუთარი თვისთვის თავად აქვთ დაწესებული. ეს არის დაუწერელი და დაწერილი ნორმების ერთობლიობა, რომელსაც მოსამართლეები, როგორც წესი, არ ცდებიან ხოლმე. ჩვენ ვიცით სასამართლოშიც კი მოსამართლეები, რომლებიც აშკარად უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინიც კი ცდილობენ, რომ რაღაც სტანდარტებს არ გასცდნენ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როცა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ეთერში დაჯდა და პოლიტიკური განცხადებები აკეთა. ამ გადაწყვეტილების მოტივაცია უკვე ყველასთვის ნათელია, ის არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე