ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება

აშშ-ს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებსა და იმაზე, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება, სავარაუდოდ, როგორ აისახება საერთაშორისო პოლიტიკაზე, აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ყველა კარგა ხანია ელოდება თუ ვინ იქნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და გავლენის მქონე ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი. როგორც ჩვენს მეზობელ რუსეთში უყვართ თქმა, ვინ იქნება „ვაშინგტონის საოლქო კომიტეტის“ შემდეგი ხელმძღვანელი.

სხვებთან ერთად საქართველოც ყურადღებით ადევნებდა თვალს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გარკვევას რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება, თუმცა, უკვე ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ტრამპი ლიდერობს.

მონაცემები სწრაფად იცვლება, მაგრამ, უბნების დახურვის შემდეგ მონაცემები ჩვენი საუბრის დროისთვის გამოიყურება ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 266 წევრი უჭერს მხარს, ხოლო ჰარისს 188 და ეს მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტის ასარჩევად ამომრჩეველთა კოლეგიის 270 სჭირდება.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებზე...

- აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპს, პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს. არაა გამორიცხული თავისი გამარჯვების შესახებ განცხადება მან მალე გააკეთოს. როგორც ჩანს, ამ არჩევნებში განსაკუთრებული როლი ითამაშა ამერიკელების უკმაყოფილებამ „დემოკრატებით“. მხედველობაში მაქვს ინფლაციით უკმაყოფილება და მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ საკითხებში საზოგადოების უარყოფითმა ფაქტორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს არჩევნების შედეგების განსაზღვრაში. ჩვენ ამ არჩევნებს ძირითადად იმიტომ ვადევნებდით თვალს, რადგან გვაინტერესებდა ის, თუ როგორი იქნებოდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. ამ არჩევნებზე ამერიკელებისთვის საგარეო პოლიტიკის საკითხები არ იყო მთავარ საკითხებს შორის. მთავარი რიგითი ამერიკელებისთვის იყო ეკონომიკა და მიგრაციის პრობლემები.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპს, პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს. არაა გამორიცხული თავისი გამარჯვების შესახებ განცხადება მან მალე გააკეთოს. როგორც ჩანს, ამ არჩევნებში განსაკუთრებული როლი ითამაშა ამერიკელების უკმაყოფილებამ „დემოკრატებით“. მხედველობაში მაქვს ინფლაციით უკმაყოფილება და მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ საკითხებში საზოგადოების უარყოფითმა ფაქტორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს არჩევნების შედეგების განსაზღვრაში

უნდა აღინიშნოს რომ ტრაპის კამპანიაში დიდი როლი ითამაშა ილონ მასკმა. მასკი აპირებს პოლიტიკაში აქტიურობა გააგრძელოს. მასკის გავლენა ტრამპის ადმინისტრაციაზე ახლა არის ის ახალი ფაქტორი, რომელიც არ იყო ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადისას.

ახლა საკითხია აღიარებს თუ არა ჰარისი თავის მარცხს. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ არჩევნების შედეგებზე და დარღვევებზე ჰარისის შტაბი საჩივრებს შეიტანს. იურიდიული დავა მომავალი წლის იანვრამდე შეიძლება გაგრძელდეს.

- თუ ტრამპი ამომრჩევლებს მიგრაციის პრობლემის მოგვარებას, ხოლო ჰარისი ქალებისთვის აბორტის აკრძალვას ჰპირდებოდა, რიგითმა ამომრჩევლებმა მხარი მიგრანტების პრობლემის მოგვარებას დაუჭირა?

- დიახ, ასე გამოდის. ეს იყო ორი საპირისპირო თემა. ჰარისის შტაბის გათვლა იყო იმაზე, რომ ქალების აქტიურობა გადამწყვეტ როლს ითამაშებდა.

მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ინფლაცია და მიგრანტების პრობლემა ჯამში, ამერიკელებისთვის უფრო მწვავე პრობლემა იყო.

- ისეთი პირი უჩანს, არჩევნების საბოლოო მონაცემებით ტრამპის შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. თუმცა, ორი სამი კვირაა, ტრამპის გამარჯვებას აშშ-ს წამყვანი გამოცემები პროგნოზირებდნენ...

- საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ აშშ-ში პოლიტიკა ციკლურობით ხასიათდება. აშშ ახლა დაახლოებით ისეთ პერიოდშია, როგორშიც სსრკ გორბაჩოვის მმართველობისას იყო. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აშშ-მ ორ დიდ ომში მიიღო მონაწილეობა.

მხედველობაში მაქვს ომები ერაყსა და ავღანეთში ამ ომებში აშშ-მ ტრილიონები დახარჯა. საკმაოდ ბევრი ამერიკელი ჯარისკაციც დაიღუპა. ამერიკა ომებით და გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობისთვის გაწეული ხარჯებით დაიღალა. ამის გამო ამერიკელებისთვის პრიორიტეტი გახდა შიდაპოლიტიკური პრობლემები. ისინი ამბობდნენ ასე - ჩვენ არ გვაინტერესებს რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ გვაინტერესებს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ იყო, რომ ტრამპის ლოზუნგი - „ამერიკა ამერიკელებისთვის“ მათთვის მისაღები აღმოჩნდა.

დაახლოებით ასე იყო სსრკ-ს დროს გორბაჩოვის მმართველობისას. ხალხს არ აინტერესებდა თუ რა ხდებოდა მსოფლიოში, კუბაში, ანგოლაში, ვიეტნამში და ასე შემდეგ, ხალხს აინტერესებდა მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

აშშ ახლა დაახლოებით ისეთ პერიოდშია, როგორშიც სსრკ გორბაჩოვის მმართველობისას იყო. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აშშ-მ ორ დიდ ომში მიიღო მონაწილეობა. მხედველობაში მაქვს ომები ერაყსა და ავღანეთში ამ ომებში აშშ-მ ტრილიონები დახარჯა. საკმაოდ ბევრი ამერიკელი ჯარისკაციც დაიღუპა. ამერიკა ომებით და გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობისთვის გაწეული ხარჯებით დაიღალა

ამ პერიოდისთვის ტრამპის იზოლაციონისტური პროგრამა რიგითი ამერიკელისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა ვიდრე ჰარისის რიტორიკა. ცხადი იყო, რომ ჰარისი გააგრძელებდა ბაიდენის საგარეო პოლიტიკას. ბაიდენის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ახლა მსოფლიოში ორი ომი მიმდინარეობს, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ამ ომის დასრულების პერსპექტივები არ ჩანს. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, მიგრაციის პრობლემის გადაჭრის გეგმა საზოგადოებას ვერც ბაიდენმა და ვერც ჰარისმა ვერ შესთავაზა. რაც შეეხება ინფლაციას, ეს ბაიდენზე დამოკიდებული არ იყო, მაგრამ, ინფლაციის ზრდა, სწორედ ბაიდენის პრეზიდენტობასთან ასოცირდებოდა. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას რიგითი ამერიკელებისთვის ტრამპის შეთქმულების თეორიები და არარეალისტური დაპირებები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა ვიდრე ჰარისის რაციონალური არგუმენტები.

საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას რიგითი ამერიკელებისთვის ტრამპის შეთქმულების თეორიები და არარეალისტური დაპირებები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა ვიდრე ჰარისის რაციონალური არგუმენტები

- საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედური არჩევნები რიგ შტატებშიც ტარდებოდა.

ამ დროისთვის მონაცემებით „რესპუბლიკელებს“ დიდი შანსი აქვთ სენატიც და კონგრესიც გააკონტროლონ. ასეთი რამ აშშ-ს ისტორიაში იშვიათად მომხდარა. არაა გამორიცხული ამჯერად ასე მოხდეს. თუ ასე მოხდა, გამოდის რომ პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად სრული კარტ -ბლანში ექნება?

- „რესპუბლიკელებს“ სენატი პრაქტიკულად მოგებული აქვთ. 100 სენატორიდან „რესპუბლიკელებს“ 51 სენატორი ეყოლება. რაც შეეხება წარმომადგენლობითი პალატის გაკონტროლებას, 218 სჭირდება. „რესპუბლიკელებს ახლა 203 კონგრესმენი ჰყავთ. შუალედური არჩევნების შედეგებით, მათი დათვლა ჯერ არ დასრულებულა, „დემოკრატებს“ 191 კონგრესმენი ჰყავთ. კონგრესის გასაკონტროლებლად „რესპუბლიკელებს“ კიდევ 15 ადგილი სჭირდებათ კონგრესში.

თუ ასე მოხდა, ტრამპს მოუწევს თავისი დაპირებების შესრულება, რაც ჩემი აზრით რეალისტური არაა. ასეა იმიტომ რომ ტრამპს არ ჰქონია რეალისტური პროგრამა. რასაც ის წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, იყო პოპულიზმი. ტრამპმა გამოიყენა ის სიტუაცია, რომ რიგითი ამერიკელები „დემოკრატებით“ უკმაყოფილო იყვნენ.

საქმე ისაა, რომ გეოპოლიტიკური ვითარება ახლა იმდენად დაძაბულია, აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა საერთაშორისო არენაზე იზოლაციონისტური პოლიტიკა გაატაროს. თუ აშშ საერთაშორისო ასპარეზზე დაკარგავს ინიციატივას, ამით ისარგებლებენ მეტოქეები - ჩინეთი და რუსეთი. ეს ეხება ეკონომიკასაც, ამიტომ ტრამპი იძულებული იქნება ყურადღება გაამახვილოს საგარეო პოლიტიკაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის თავის დაპირებებს ვერ შეასრულებს.

გეოპოლიტიკური ვითარება ახლა იმდენად დაძაბულია, აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა საერთაშორისო არენაზე იზოლაციონისტური პოლიტიკა გაატაროს. თუ აშშ საერთაშორისო ასპარეზზე დაკარგავს ინიციატივას, ამით ისარგებლებენ მეტოქეები - ჩინეთი და რუსეთი. ეს ეხება ეკონომიკასაც, ამიტომ ტრამპი იძულებული იქნება ყურადღება გაამახვილოს საგარეო პოლიტიკაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის თავის დაპირებებს ვერ შეასრულებს

ორი წლის შემდეგ, ისევ იქნება არჩევნები კონგრესში და სავარაუდოა, რომ „დემოკრატებმა“ მოიგონ წარმომადგენლობითი პალატაც და სენატიც. ამ ორი წლის განმავლობაში ტრამპი რომ ვერ შეასრულებს თავის დაპირებებს, ცხადია და ამით მისი ამომრჩეველი უკმაყოფილო იქნება. თუ „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენლობითი პალატა მოიგეს, ფაქტობრივად ტრამპს სრული კარტ-ბლანში მხოლოდ ორი წლით ექნება.

თუ „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენლობითი პალატა მოიგეს, ფაქტობრივად ტრამპს სრული კარტ-ბლანში მხოლოდ ორი წლით ექნება

ეს ორი წელი ძალიან რთული იქნება აშშ-სთვის როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში, ისე საშინაო პოლიტიკაში. ასე იქნება იმის გამო, რომ აშშ-ში ტრამპის საპირწონე ძალა არ იქნება. რადგანაც ტრამპს არა აქვს საგარეო პოლიტიკაში მოქმედების გეგმა, სავარაუდოდ, ბევრ შეცდომას დაუშვებს და იმ პრობლემებს, რომელიც დღეისთვის არსებობს, დაემატება ახალი პრობლემები. მხედველობაში მაქვს დაძაბულობა აშშ-სა და ევროკავშირს შორის, აშშ-სა და ჩინეთს შორის.

რუსეთი, როგორც ჩინეთის მოკავშირედ განიხილება, მაგრამ ტრამპის გეგმა რუსეთის მიმართ ისაა, რომ მიიზიდოს რუსეთი და მოწყვიტოს ჩინეთს. საქმე ისაა, რომ ეს გეგმა აბსოლუტურად არარეალისტურია. რუსეთი იმდენადაა დამოკიდებული ჩინეთზე, რომ ტრამპმა კრემლს რაც არ უნდა შესთავაზოს, რუსეთი ჩინეთთან კონფრონტაციაზე არ წავა.

რუსეთი, როგორც ჩინეთის მოკავშირედ განიხილება, მაგრამ ტრამპის გეგმა რუსეთის მიმართ ისაა, რომ მიიზიდოს რუსეთი და მოწყვიტოს ჩინეთს. საქმე ისაა, რომ ეს გეგმა აბსოლუტურად არარეალისტურია. რუსეთი იმდენადაა დამოკიდებული ჩინეთზე, რომ ტრამპმა კრემლს რაც არ უნდა შესთავაზოს, რუსეთი ჩინეთთან კონფრონტაციაზე არ წავა

- ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში გვახსოვს, რომ ძალიან სწრაფად იცვლებოდნენ ტრამპის მრჩევლები საგარეო პოლიტიკაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.

მაშინ ეს იმით აიხსნებოდა, რომ ტრამპს არ ჰქონდა მკაფიო საგარეო პოლიტიკა. ამბობთ, მას ახლაც არა აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკა. რადგან ასეა, აშშ-ს პოლიტიკა ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობისას ისეთივე გაუგებარი იქნება, როგორც პირველი ვადით პრეზიდენტობისას?

თუ ასე იქნა, ეს ხომ თავად ამერიკისთვის აღმოჩნდება სახიფათო, ასევე ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის?

- რა თქმა უნდა, რადგან ტრამპი არაპროგნოზირებადია, საგარეო პოლიტიკაში დღეს ისედაც ქაოსია. ასეა იმიტომ რომ მსოფლიოს ლიდერი არ ჰყავს. ეს როლი აშშ-ს დაკარგული აქვს. სხვა ლიდერი ჯერ არ გამოჩენილა.

ტრამპის არაპროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის შედეგი იქნება ის, რომ საგარეო პოლიტიკაში დღეს არსებული ქაოსი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს არსებულ კონფლიქტებს კიდევ ერთი დაემატება. არაა გამორიცხული ჩინეთის შეტევა ტაილანდზე და კიდევ სხვა პრობლემები. ეს შესაძლოა მოხდეს იმის გამო, რომ ტრამპს არა აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხში.

ტრამპის არაპროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის შედეგი იქნება ის, რომ საგარეო პოლიტიკაში დღეს არსებული ქაოსი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს არსებულ კონფლიქტებს კიდევ ერთი დაემატება. არაა გამორიცხული ჩინეთის შეტევა ტაილანდზე და კიდევ სხვა პრობლემები. ეს შესაძლოა მოხდეს იმის გამო, რომ ტრამპს არა აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხში

- ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, გაპრეზიდენტების შემდეგ თუ რა გუნდს შეკრებს ტრამპი. ამ თემაზე თქვენი მოლოდინები როგორია?

გაიმეორებს პირველ ვადაში დაშვებულ შეცდომებს თუ მისგან ახალ სვლებს შეიძლება ველოდოთ?

- არა მგონია რომ ტრამპი რადიკალურად შეიცვალოს და მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში გახდეს სხვა ტიპის პრეზიდენტი. როგორიც იყო პირველ ვადაში, ტრამპი მეორე ვადაშიც ისეთი დარჩება. 78 წლის ასაკში ადამიანები არ იცვლებიან ძალიანაც რომ უნდოდეს.

ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის გამეორება იქნება, მაგრამ, ახლა საერთაშორისო სიტუაცია ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდი იყო. არაპროგნოზირებადი ტრამპის პირობებში საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხეები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის გამეორება იქნება, მაგრამ, ახლა საერთაშორისო სიტუაცია ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდი იყო. არაპროგნოზირებადი ტრამპის პირობებში საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხეები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება

ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას მთავარი საფრთხე იყო კოვიდი. სხვათა შორის კოვიდის დროს ამერიკაში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მთლიანად ტრამპის „დამსახურებაა“. ტრამპი იყო წინააღმდეგი ადამიანების იზოლაციის და ე.წ. „ჩაკეტვების“

- ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტი ტრამპი როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მიმართ. აღიარებს ის ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებს და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით რა პერსპექტივები შეიძლება გვქონდეს?

- ვვარაუდობ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება. პრეზიდენტი ჰარისი რომ გამხდარიყო, აშშ-სა და ევროკავშირის პოზიცია საქართველოზე იქნებოდა ერთიანი, მათ შორის ისეთ საკითხში, როგორიცაა არჩევნების ჩატარების გამოძიება და ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე გაგრძელდებოდა. ახლა ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს, რომ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის 20 იანვარში შეუდგება. ამიტომ, ვფიქრობ რომ მანამდე ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, რადგან „დემოკრატების“ გუნდი ახლა არაფერს არ კარგავს. „დემოკრატები“ იმ საკითხებში, რომლებშიც აქამდე საგარეო პოლიტიკაში თავს იკავებდნენ, ახლა უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ, ეს მათ შორის საქართველოსაც შეეხება.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო პოლიტიკაში აშშ-სა და ევროკავშირს შორის განხეთქილებაა მოსალოდნელი...

აშშ-სა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება ეკონომიკაში იქნება, რადგან ტრამპი ევროკავშირთან უფრო მკაცრ სატარიფო პოლიტიკას გაატარებს. როგორც ვთქვი, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო პოლიტიკაში აშშ-სა და ევროკავშირს შორის განხეთქილებაა მოსალოდნელი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით