თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას პოზიციაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას

პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას.

როგორც მან განმარტა, პრეზიდენტსაც აქვს ის პოზიცია, რომ საქმე აუცილებლად საერთაშორისო გამოძიებამ უნდა გადაიბაროს.

“პრეზიდენტთან საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს არის. პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას. არა ერთი სამთავრობო მედიის კითხვა მოვისმინე პირადად მეც, თუ ვითანამშრომლებდი პროკურატურასთან, მოთხოვნის შემთხვევაში და, ბუნებრივია, ჩვენი პასუხიც არის უარი იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ამ ტოტალური გაყალბების გამოძიება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. პრეზიდენტსაც ეს პოზიცია აქვს და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება მისი მიმართვაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ, რადგან ის არის ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი.

პრეზიდენტს ასევე ვესაუბრეთ იმ დარღვევების ანგარიშების შესახებ, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად შეადგინა, რომლის გაგზავნასაც ასევე ვაპირებთ ევროსტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორებთან.

კიდევ რამდენიმე კონკრეტული საკითხის განხილვა მოხდა, რაზეც ასევე გვექნება ერთობლივი გეგმები და მოქმედება პარტიების მხრიდან, რაშიც, სავარაუდოდ, ასევე პრეზიდენტს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი.

ჩვენს შორის არის ძალიან ინტენსიური მუშაობა, კოორდინაცია და კონსულტაცია. პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო