გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა

გერმანიაში მმართველი ე.წ."შუქნიშნის კოალიცია" დაიშალა და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შოლცის თქმით, ის ეთანხმება ვიცე-კანცლერს რობერტ ჰაბეკს, რომ გერმანიას სჭირდება სწრაფი სიცხადე სამომავლო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით.

მანამდე შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეა.

შოლცის მტკიცებით, ლინდნერმა მის ნდობას უღალატა და პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა.

თავად ლინდნერმა შოლცი კოალიციის დაშლაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მზადაა, არჩევნების შემდეგ გერმანიის ბედზე პასუხისმგებლობა სხვა მთავრობაში აიღოს.

კოალიციის პარტნიორებს დიდი ხანია ღრმა წინააღმდეგობები აქვთ ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური პოლიტიკის საკითხებში, რის გამოც ისინი გერმანიის 2025 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ.

კოალიცია, ეგრეთ წოდებული „შუქნიშანი“, რომლის შემადგენლობაში შედიან : გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) და „მწვანეები“ გერმანიას 2021 წლიდან მართავს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა