სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება

სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა, სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, საია-მ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, როგორც საია-ს ხელმძღვანელი განმარტავს, ჯერ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადასულა.

"განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენიმე ტექნიკური შესვენება იყო. ახლა პროცესი განმარტებების ეტაპზეა", - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო. სააპელაციო სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" საქმეები გააერთიანა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში