ნონა ქურდოვანიძე - სააპელაციო სასამართლოში სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და კვლავ მიმდინარეობს - შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და პროცესი კვლავ გრძელდება.

როგორც ქურდოვანიძე "ინტერპრესნიუსთან" განმარტავს, საიამ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.

"რამდენიმე ტექნიკური შესვენება იყო. ახლა პროცესი განმარტებების ეტაპზეა", - აღნიშნავს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო. სააპელაციო სასამართლომ საიას 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" საქმეები გააერთიანა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა