შალვა პაპუაშვილი - დღემდე ვხედავთ, როგორ ცდილობენ გაათეთრონ „ნაცმოძრაობის“ ყვავივით შავი პოლიტიკოსები - დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულება

2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია. ამას მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულების ხელი-დღემდე ვხედავთ როგორ ცდილობენ გაათეთრონ ეს ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ, - ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაცობა“ არის როგორც იდეოლოგია და „ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე ამ ხალხს, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან“.

„თავის დროზე, 2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია. ამას მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულების ხელი. ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი - პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები გასამართლებულები იქნენ, თუმცა დღემდე ვხედავთ, როგორ ცდილობენ გაათეთრონ ეს ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ. ასეთი დღეები გვახსენებს, ვისთან გვაქვს საქმე. ეს იდეოლოგიაა, არ არის დაკავშირებული დროსა და პარტიასთან, „ნაცობა“ არის როგორც იდეოლოგია, ყველა ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ისეთი ჯგუფია, ვინც ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე ამ ხალხს, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება კედელთან მიაყენებენ, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ქართველ ხალხს ეგზეკუცია. ეს ხალხი გაფანტულია, ზოგი პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორში. ვხედავთ, სოციალურ ქსელში მათი ბოღმის ამოხეთქავს, ერთი სული აქვთ ხელში ცოტა ძალაუფლება მიეცეთ და გადაუვლიან საქართველოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება