შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას სულ ჰქონდა 4 კინკილა საჩივარი - ძირითადად ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა უცხოეთიდან დაფინანსებულმა რამდენიმე მილიონერმა „ენჯეომ“ გამოუცხადა

სასამართლოში 68 საჩივარია შესული, შეტანილი სარჩელებიდან 64 არის „ენჯეოების“ სარჩელი - ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა უცხოეთიდან დაფინანსებულმა რამდენიმე მილიონერმა NGO-მ გამოუცხადა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ საარჩევნო სარჩელებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩატარებული არჩევნების ჩაშლას ცდილობენ და მისივე თქმით, სურთ, რომ მათი ნების მიხედვით მოხდეს ხელისუფლების შერჩევა.

„სასამართლოში 68 საჩივარია შესული, შეტანილი სარჩელებიდან 64 NGO-ს სარჩელია, დანარჩენი „ლელოსი“, რომელიც სიებს ითხოვს.

როდესაც არის საარჩევნო დავები, ამაზე საარჩევნო სუბიექტები დავობენ იმიტომ, რომ საქმე პარტიებსა და მათ ხმებს ეხება, აღმოჩნდა, რომ ჩვენთან პარტიები სასამართლოს არ მიმართავენ და უცხო ქვეყნიდან 100%-ით დაფინანსებული NGO-ები დაკავებულები არიან არჩევნების ძირის გამოთხრაში.

ესეც დასკვნის საშუალებას გვაძლევს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას ვხედავდით, რომ ეს მილიონერი NGO-ები, რომლებიც უცხოეთიდან სრულად ფინანსდებიან, საქართველოში საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ და ახლა ვხედავთ, რომ ეს მილიონერი NGO-ები ცდილობენ, რომ საქართველოს არჩევნები ჩაშალონ და ხმა 1 120 000-ს ამომრჩეველს წაართვან, რომელიც "ქართული ოცნების“ მომხრეა, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩევლებსაც წაართვან ხმა და მათი ნების მიხედვით იყოს ხელისუფლებები შერჩეული.

ესეც დასკვნაა, რომ ოპოზიცია არაფერს არ ასაჩივრებს, სულ ჰქონდათ 4 კინკილა საჩივარი, აქედან აპელაციაში სამი წაიღეს, ერთზე თვითონ თქვეს უარი. ძირითადად ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა უცხოეთიდან დაფინანსებულმა რამდენიმე მილიონერმა NGO-მ გამოუცხადა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო