შალვა პაპუაშვილი - ხომ უნდოდათ გამოძიება?! - ა, ბატონო, მიიღეს და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში  წარადგინონ, თუ არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს

ხომ უნდოდათ გამოძიება?! - ა, ბატონო, მიიღეს გამოძიება და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, ხოლო თუ მტკიცებულება არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე დასმულ კითხვას.

პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიცია შეეჩვია, რომ რაღაც ზეპირ ბრალდებებს გამოუშვებს, ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს მიაყენებენ, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ და შემდეგ ფეხი-ფეხზე გადაიდებენ და ხარობენ, თუ როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან“.

„კეთილი ინებონ და თუ აქვთ რაიმე საფუძველი ბრალდებებზე, რასაც საკუთარ ქვეყანას უყენებენ, მტკიცებულებები შესაბამისს ორგანოებში წარადგინონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა