რომან გოცირიძე - ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა

ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძის თქმით, სექტემბერში რეზერვების მოცულობა 4,71 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილარდ დოლარამდე შემცირდა.

გოცირიძე აღნიშნულს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის „ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა“ სავალუტო რეზერვებს, ვიდრე პანდემიამ.

გოცირიძის პროგნოზით, მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება.

„გამართლდა ჩვენი ვარაუდი. გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა. სექტემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,71 მილიარდ დოლარს, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ასევე, სწორი გამოდგა ჩვენი პროგნოზი, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში არნახული ოდენობის დოლარები გაყიდა. უკვე შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ მისი ოდენობა 740 მილიონი დოლარია. ოფიციალურად ამას ეროვნული ბანკი მხოლოდ 25 ნოემბერში გამოაცხადებს.

“ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე პანდემიამ. მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება.

თუ 2023 წლის აგვისტოს თვეში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 5,44 მილიარდი დოლარი, დღეისათვის, როგორც ვნახეთ, არის 4,08 მილიარდი, ანუ ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში იგი 1,36 მილიარდი დოლარით შემცირდა და კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა. ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება”, - წერს გოცირიძე Facebook-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე