დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საუბარზე - ვფიქრობ, ვისაუბრებთ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საუბარს არ გამორიცხავს, - ინფორმაციას NBC ავრცელებს.

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

NBC წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, „რაღაც ეტაპიდან“ დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები. მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში