ლატვიის პრემიერი - ვაცნობიერებთ იმ ძალიან რთულ სიტუაციას, რომელიც არსებობს რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყნებში - ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა ისინი პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპაში

მოვისმინეთ მოდლოვისგან მათი გამოცდილების შესახებ, რომ რუსეთმა ზეგავლენა მოახდინა არჩევნების თითქმის 10 პროცენტზე. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ იმ ძალიან რთულ სიტუაციას, რომელიც არსებობს რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყნებში, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოს საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დამკვირვებლების ანალიზი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მოდლოვისგან მათი გამოცდილების შესახებ, რომ რუსეთმა ზეგავლენა მოახდინა არჩევნების თითქმის 10 პროცენტზე. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ იმ ძალიან რთულ სიტუაციას, რომელიც არსებობს რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყნებში. ასე რომ, ვაფასებთ ყველა ინიციატივას ქართული საზოგადოების მხრიდან, დაიცვან თავიანთი დემოკრატია, რადგან სწორედ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა ისინი პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპაში, რისთვისაც იბრძოდა მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, ლატვია“, - აღნიშნა ლატვიის პრემიერმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს დემოკრატიულ მედიას და დემოკრატიულ საზოგადოებას.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა