შალვა პაპუაშვილი - თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და გაეცემა პასუხები - ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ

თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და ყველა ამ საკითხს საარჩევნო კომისიებს, სასამართლოს თუ პროკურატურის მხრიდან გაეცემა პასუხები - ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირმა როგორც წერილობით, ისე ზეპირად, თქვა, რომ არჩევნები შედგა და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ყველას მოვუწოდებ - ნუ ასცდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას, სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, რომ თავდაპირველად ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის სახელმძღვანელო. ახლა, დასკვნა რომ არ მოეწონათ ზოგიერთებს, თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ. ხან „ისფედის“ დასკვნას იშველიებენ, ხან „გამჭვირვალობის“ და ხან ვის დასკვნას. ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ, ეუთო/ოდირმა კი როგორც წერილობით, ისე ზეპირად, თქვა შემდეგი: არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. ეს ითქვა და ყველამ ამას უნდა სცეს პატივი, რაც ეუთო/ოდირმა თქვა და ამ პრინციპზე დაყრდნობით ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.

ხედავთ, რომ გასაჩივრების პროცესი მიდის, შემდეგ სასამართლო პროცესებიც ვიხილეთ, პროკურატურაც გამოძიებას აწარმოებს - თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ამ ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და ყველა ამ საკითხს საარჩევნო კომისიებს, სასამართლოს თუ პროკურატურის მხრიდან გაეცემა პასუხები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადეა საჭირო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა