ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, ვინაიდან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარებასაც უკავშირდება.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში თუ ტრამპი უარს იტყვის ამაზე, ფონ დერ ლაიენმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის Ukraine Facility პროგრამა და “დიდი შვიდეულის” რუსული გაყინული აქტივებიდან კიევისთვის გადაცემული სესხი გაიხსენა.

„მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან რუსეთი არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომლებიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ ის სულ უფრო უახლოვდება ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ჩინეთთან ერთად ამ ომს კვებავენ”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვის ამ ქვეყნებთან ალიანსი მოქმედებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზეც, სადაც აშშ ჩინეთის შესაკავებლად საკუთარი ძალისხმევების კონცენტრირებას გეგმავს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს