ანა დოლიძე - მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოხატავს გულისწყრომას მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით - მთავრობა არალეგიტიმურია, არჩეულები ვართ ჩვენ!

პროტესტი არის უწყვეტი, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილზე - მთავარი არის ის, რომ აქ გამოიხატება მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისწყრომა მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ისინი კი მობილიზებული არიან თავიანთი არჩევანის დასაცავად.

„ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმით, პროტესტი არის ამის ერთ-ერთი ფორმა და მნიშვნელოვანია, რომ ის მუდმივად ჩანდეს. ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომელთა ძალიან დიდი შემადგენლობა თბილისში იქნება ორშაბათს, მუდმივად უნდა ხედავდნენ რომ აქ არის უკმაყოფილება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დადგა. ადრე თუ გვიან ეს შედეგს მოიტანს. ესენი არიან კორუმპირებულები, ჩაჭიდებულები არიან საკუთარი ცხოვრების სტილზე და მათ არ სურთ დათმონ მილიონები. ესენი არ არიან ლეგიტიმურები, არჩეულები ვართ ჩვენ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ჩვენი კი ვართ მობილიზებული ჩვენი არჩევანის დასაცავად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს