თინა ბოკუჩავა - არსებობს საერთო ეროვნული მიზანი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება - ყველა აქციის ერთადერთი მოთხოვნა არის სწორედ ხელახალი არჩევნები

არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჯგუგ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განმარტა, ყველა აქციის მიზანი არის საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება.

"დღეს ახალგაზრდების ორგანიზებით ტარდება აქცია, რომელსაც ბუნებრივია, ვუერთდებით. ყველა აქციას შევუერთდებით, ჩვენც დავაორგანიზებთ, იმიტომ, რომ არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება. არჩევნების, რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა, წაართვა ხალხს და ახლა ცდილობს ევროპული მომავალი წაგვართვას. ყველა აქციის ერთადერთი მოთხოვნა არის სწორედ ხელახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ხალხმა საკუთარი ხმა და არჩევანი დაიბრუნოს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სოციალურ ქსელში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არჩევნები გაყალბდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე