მიხაილ როთი - ორბანმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია - როცა იგი თბილისს ეწვია, უნგრეთის სახელით საუბრობდა

ორბანმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია, რაც სირცხვილია - როდესაც იგი თბილისს ეწვია, უნგრეთის სახელით საუბრობდა, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ორბანი საქართველოში ვიზიტისას არ საუბრობდა ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით.

„ევროკავშირის ინსტიტუტებმა ნათლად განაცხადეს, რომ როდესაც ორბანი ეწვია თბილისს, იგი საუბრობდა უნგრეთის და უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით. მან კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია, რაც სირცხვილია. წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა გექნება, როდესაც მხოლოდ აზერბაიჯანი, რუსეთი, უნგრეთი და ირანი გილოცავთ თქვენ არჩევნებში გამარჯვებას. სტაბილური, მყარი, ლიბერალური დემოკრატიები. ეს იყო ირონია. ეს დიდი პრობლემაა პოლიტიკოსებისთვის და გერმანელებისთვის განსაკუთრებით“, - განაცხადა როთმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო