ჟიგიმანტას პავილიონისი - როდესაც „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ გაწევრიანებას უზრუნველყოფენ, ისინი უბრალოდ ცრუობენ

ეს არის ზუსტად „ქართული ოცნების“ მთავრობის შედეგი. ის ჩამორჩება საკუთარ დღის წესრიგს. მახსოვს, როდესაც აქ ვიყავი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო იყო ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ჩემპიონი, ახლა არავის აქვს დრო, მასზე ისაუბროს, -ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას რა სიგნალს უგზავნის საქართველოს მთავრობას ის, რომ ევროპულ საბჭოს, რომელსაც პარასკევს საქართველოს საკითხი უნდა განეხილა, „ამისთვის დრო არ ეყო“.

„უნდა გესმოდეთ, თუკი გსურთ შეხვიდეთ ევროკავშირში, ეს არის უდიდესი გამოცდა ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ევროპული საბჭოა, ევროკომისიაა, ევროპარლამენტია, ეს არის ყველა და თითოეულ მთავრობა, ყველა და თითოეული პარლამენტი, პარლამენტის შიგნითაც კონკრეტული კომიტეტები, რომლებმაც უნდა მისცენ ხმა და თქვან „დიახ“. თქვენ აქ გყავთ, სულ მცირე, 8 პარლამენტი და ჩვენ, ფაქტობრივად, წარმოვადგენთ 19 პარლამენტს, რომლებმაც ხელი მოაწერეს საერთო დეკლარაციას.

გახსოვდეთ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის მთავრობათაშორისო კონფერენცია. ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად. ასე რომ, როდესაც თქვენი „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ ისინი გაწევრიანებას უზრუნველყოფენ, ისინი უბრალოდ ცრუობენ“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის