ნათია თურნავა - გვჯერა, რომ მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორი გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს მდგრადობას ყველა დონეზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, „ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ფინანსურ სექტორში ლიდერი ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეგულაციებსა და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რაც ქალების წახალისებისა და გაძლიერების მიზნით დაინერგა.

„ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები მიმართულია სექტორში უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ, სადაც ნიჭი, პოტენციალი და შრომა დაფასებულია სქესის მიუხედავად. მიზნობრივი რეგულაციების დანერგვით, პროფესიონალიზმის განვითარების მხარდაჭერითა და ინკლუზიური ხელმძღვანელობის წახალისებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალი ლიდერებისთვის გაჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორი არამარტო გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას, არამედ ხელს შეუწყობს ინოვაციასა და მდგრადობას ყველა დონეზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თვალყურის დევნებას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმას ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.

ეროვნული ბანკის ცნობით, „ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბუღალტერთა კავშირის თანაორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდნენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა