ირაკლი ზარქუა - ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან!

მინდა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო! მან ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის მესიჯები იყო - ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან! , - ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დარეკოს, რა მოხდება, ზარქუამ განმარტა: "დასჯის ჰუმანურად.

ზარქუას თქმით, "ფსევდო ლიბერალებსა და ფაშისტებს ხაზი გადაესვათ".

„ჰელსინკის კომისიამ და ასევე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, ლგბტ კანონის მიღება არასწორიაო, ანუ ქართველ ხალხს ლგბტ პროპაგანდა უნდა მიგვეღო. ამათი მორალი ეს არის! ნებისმიერი, ვინც მათ ეხმიანება, ყველა აგენტურაა საქართველოს წინააღმდეგ.

ქართველი ხალხის ინტერესებში ლგბტ პროპაგანდა არ შედის, ისევე როგორც, მეორე ფრონტი - გახსოვთ, გიგი უგულავამ ომი გვინდა, უნდა ვიომოთო! უსუფამ ჩემს შვილებს ვერ ვაომებ, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო. ხედავთ, რა მორალის კაცია?!

სხვათა შორის, ტრამპმა ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის მესიჯები იყო - ოჯახური ღირებულებები, ოჯახური სიწმინდე, ქალი და კაცი - სხვა გენდერი არ არსებობს! ამ ფსევდო ლიბერალებსა და ფაშისტებს ხაზი გადაესვათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის