გიორგი მარგველაშვილი - თბილისის აქციაზე ევროპელი მეგობრების გამოსვლა ნათლად აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ პარტნიორებს - არ ვიცი, ხელისუფლება რას ლაპარაკობს, რადგან მისი ადეკვატურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

თბილისის აქციაზე ჩვენი ევროპელი მეგობრების გამოსვლა ნათლად აჩვენებს იმას, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსს” აქციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მარგველაშვილის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ქართველ ხალხს ევროპული საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს.

“მე მგონია, თბილისის აქციაზე ჩვენი ევროპელი მეგობრების გამოსვლა ნათლად აჩვენებს იმას, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - ეს არის უაღრესად ნათელი, მკაფიო, მრავლის მთქმელი გზავნილი ევროპიდან საქართველოსკენ. მათ ქართველი ხალხი ევროპული საზოგადოების ნაწილად მიაჩნიათ და ქართულმა სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა განახორციელოს თავისი სახელმწიფოებრიობის განვითარება, ამ შემთხვევაში, მოპარული არჩევნების დაბრუნება ხალხისთვის.

მე არ ვიცი, ხელისუფლება რას ლაპარაკობს, რადგან ხელისუფლების ადეკვატურობა ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას გამოგონებული აქვს გაუგებარი, არ არსებული ომის პარტია და მას ებრძვის. ასეთივე წარმატებით შეუძლია თქვას, რომ უცხოპლანეტელებს ებრძვიან. ის, რაც ჩვენ დღეს თვალნათლივ ვნახეთ, ამ გამომსვლელების სიტყვას თუ გავშიფრავთ, თუ იმას დავაკვირდებით, რამდენ ათი ათასიანი აქცია იყო და მიტინგი მიდიოდა ინგლისურ ენაზე, ქართული საზოგადოება უაღრესად განათლებული საზოგადოებაა და გზავნილებიც ძალიან ნათელი და მარტივი იყო”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები