საბა ბუაძე გამოკითხვაზე - მტკიცებულები მოტანილი მაქვს, მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ წარვადგინო

მტკიცებულებები მოტანილი მაქვს. მზად ვარ, წარვადგინო, თუმცა როგორც ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება და აქ სიმართლის გაგონების სურვილი და მოტივაცია არავის გააჩნია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დაწყებამდე, მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საქმეზე საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს, თუმცა „პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი“.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთარ ფარცხალაძის, იგივე ოთარ რომანოვის ამ სიყალბეს, ოროსნების და თაღლითების სამჭედლოს არ აქვს არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ამას ყოველდღიურად პროკურატურა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა ადასტურებს თავად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება. მტკიცებულებები შეეხება როგორც არჩევნების დღემდე არჩევნების გაყალბების მცდელობას, ისე არჩევნების დღეს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. თავში არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ასეთი რეზონანსის და მნიშვნელობის საქმეზე საზოგადოებისთვის ჩაებარებინა ანგარიში და ამ საცირკო წარმოდგენების პარალელურად ეთქვა, რამეს მიაკვლიეს თუ არა. ყველამ კარგად იცის, რომ ამ გამოძიებას აქვს ერთადერთ მიზანი. ეს არის პოლიტიკური მიზანი. ეს არის მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ ივანიშვილის პარტიულ და რუსულ ინტერესებს მოემსახუროს, ის რასაც აქ ჩაატარებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მტკიცებულები მე დღეს აქ მოტანილი მაქვს. მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ ეს მტკიცებულებები წარვადგინო, თუმცა როგორც ნათქვამი არის კარგ მთქმელს სჭირდება კარგი გამგონე და აქ სიმართლის გაგონების სურვილი და მოტივაცია არავის გააჩნია,“ - განაცხადა ბუაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის