სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

მან სასამართლოში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიება თავისი შინაარსით არის სასაცილო.

თევზაძის განცხადებით, არ სჯერა არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების დაკითხვით.

„ეს გამოძიება თავისი შინაარსით არის სასაცილო. მის მიმართ არის სრული უნდობლობა და ამიტომ არ მივედი პროკურატურაში, თორემ პროკურატურაში მისვლაც არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, ამიტომ გადავწყვიტე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოვკითხულიყავი და მიმეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს. არ მჯერა ამ გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები დაკითხვით. ეს არჩევნები არის ბოლო არჩევნები, რომელიც არის არაფარული. საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების ფარულად ჩატარება. ეს გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში არა. არჩევნების გამყალბებლები აუცილებლად დაისჯებიან,“ - განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თევზაძის გარდა, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, საბა ბუაძის გამოკითხვაც მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს