ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციამ საკუთარი ქმედებებით თავად შეიძლება მიიყვანოს თავი სასამართლოს წინაშე - რასაც ჩვენ ოპოზიციას ვუყურებთ, ეს არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი ნაბიჯები

ოპოზიციამ საკუთარი ქმედებებითა და ნაბიჯებით თავად შეიძლება მიიყვანოს თავი სასამართლოს წინაშე - რასაც ჩვენ ოპოზიციას ვუყურებთ, ეს არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი ნაბიჯები, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ქადაგიშვილმა დასძინა, ოპოზიციას საკუთარი ქმედებები კარგს არაფერს უქადის.

„ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს - მაგალითად, ორხელისუფლებიანობის ჩამოყალიბების მცდელობა, როცა გვეუბნებიან, რომ როგორც არჩეული ხელისუფლება ისე მოვიქცევითო“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლაში დაადანაშაულა. მან ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება არ გამორიცხა.

„აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც დეპუტატების მცირე რაოდენობა სჭირდება. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს გააგრძელებენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ეს საკითხი განვიხილოთ.

მეორეს მხრივ, დღეს ოპოზიცია იმდენად დასუსტებულია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის