ანა დოლიძე - ის ხალხი, ვინც რუსების გულისთვის ცემს ჩვენ შვილებს, რუსეთის საოკუპაციო ჯარი იქნება ყოველთვის

ვინც ჩვენ ხალხს, ვინც ჩვენ შვილებს სცემს, არის რუსეთის საოკუპაციო ჯარი. ზუსტად ასე უნდა დაერქვას მაგათ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც გუშინ ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტი განმარტა და აღნიშნა, რომ იქ მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმები, პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებს სცემენ.

„წამოვედი გუშინ აქციიდან, ბავშვი მყავდა მიყვანილი აქციაზე, ძალიან კარგად მიდიოდა აქცია, ჩამოსული იყვნენ ევროპარლამენტარები, გაგვამხნევეს, მაღალ განწყობაზე მოვდივარ და შარშან ლეონიძის ქუჩაზე ბიჭი რომ სცემეს, ეგ მოხდა გუშინ ზუსტად. ჩვენი მშვიდობიანი აქციების პარალელურად, პარლამენტში, კანცელარიასთან ამათ მობილიზებული ჰყავთ ავტობუსებით სპეცდანიშნულების რაზმი, რომლის დანიშნულება არის სცემონ მშვიდობიან ხალხს. სპეცდანიშნულების რაზმის გულისთვის გადაკეტილი აქვთ მთელი თავისუფლების მოედანი, არც ქვეითებს უშვებენ, არც მანქანებს, ანგარიშსაც არ გაბარებენ, რამდენ ხანში გაიხსნება გზა. ჩვენ მოვდივართ აქციიდან, ჩვენ კიდევ აქ წყნარად უნდა ვიდგეთ თურმე და ამათ მოძრაობა ჰქონდეთ გადაკეტილი. ამიტომ მე მაგ ხალხს, იმას, ვინც ჩვენ შვილებს, მშვიდობიან აქციაზე გამოსულ შვილებს სცემს, ყოველთვის დავუძახებ რუსეთის საოკუპაციო ჯარს. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეგრე კი არ გაგვიზრდია ჩვენი შვილები. ნიჩბებით და ტანკებით რომ შემოვიდნენ, ეგ ხალხი იყო, მაგის გაგრძელებაა. სერგო ორჯონიკიძე თუ რუსი იქნება გვარით რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის რუსული საქმე. იმ ხალხს, რომელიც წესრიგს იცავს, მაგათ უფლებებს ვიცავ მე, 1500 ლარი რომ აქვთ ხელფასები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ჩვენ ხალხს, ვინც ჩვენ შვილებს სცემს, არის რუსეთის საოკუპაციო ჯარი. ზუსტად ასე უნდა დაერქვას მაგათ. - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ