ანა ბუჩუკური სიების ჩახსნაზე - ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს - რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი

ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს - რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა.

მისი თქმით, მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი მისი პარტიის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია უცვლელია და მე-11 მოწვევის პარლამენტს მათი მხრიდან ლეგიტიმაცია არ ექნება.

„ნაცმოძრაობის“ ამ ორივე ფრთის მხრიდან, ანუ, ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს, მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავს შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ჩვენს ამომრჩეველს ვუსმენთ, პატივს ვცემთ და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გეგმას. ამიტომ ვერანაირი მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ჩვენ საჯაროდ არა ერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. შესაბამისი განცხადებები პარტიების ლიდერებმა გააკეთეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო