ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია, გაუძლო ცდუნებებს, მატერიალურ შეთავაზებებს, რომელიც შეიძლება ახლდეს პარლამენტში შესვლას -  ახლა საჭიროა ყველა პარტიის პროცედურებში ჩართვა, რასაც უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებები ჰქვია

თუ არავინ არ შევა პარლამენტში და ბრძოლა გაგრძელდება არაღიარებული პარლამენტის პირობებში, ვერ გაძლებს ეს სისტემა, რეჟიმი არის მყიფე და სუსტი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ახლა ის დრო და მომენტია, როცა პარლამენტში შესვლა არ შეიძლება, რადგან ის მოქალაქეების ნებას არ ასახავს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ოთხივე პარტიას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მანდატების გამოყენების ან უარის თქმის, ახლა ის დროა და ის მომენტია, როცა არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა, იმიტომ, რომ ის არის პარლამენტი, რომელიც არ ასახავს მოქალაქეების ნებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ეჭვი, რომ რომელიმე პარტიამ შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას და პარლამენტში შევიდეს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს“, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა ცდუნებებს გაუძლონ.

„გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ, სტერილური არ არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. გამოვხატავ ყველას მიმართ პატივისცემას, თუმცა სიფრთხილეს გამოვიჩენ და ვერ ვიქნები ისეთი კატეგორიული, როგორიც შეიძლება ვიყო სხვა შემთხვევაში. იქნებოდა არაჩვეულებრივი, თუ ასეთ სუსტ წერტილებს ვერ ვიპოვიდით და განსაკუთრებით ვერ იპოვიდა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, რომ გაუძლო ცდუნებებს, მატერიალურ შემოთავაზებებს, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ახლა პარლამენტში შესვლას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საპირწონე ამისა არის ღმერთი შენში და ეს არის სინდისის ხმა, ეს არის შენი ამომრჩეველი, რომელიც გიყურებს და უნდა, რომ შენგან დაინახოს სიმტკიცე. ამიტომ საჭიროა ახლა ყველა პარტიის იმ პროცედურებში ჩართვა, რასაც ჰქვია უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ