2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2999 სამედიცინო მიზეზის გარეშე იყო - 20 359-მა ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა

2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2999 დედის სურვილი იყო, სამედიცინო მიზეზის გარეშე.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

რაც შეეხება საკეისრო კვეთების კლასიფიკაციას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ნაყოფის მდგომარეობა - 2955

გადატანილი საკეისრო კვეთა- 6195

წარუმატებელი ქმედება - 264

ფიზიოლოგიური ჩვენება -1693

სხვა - 4117

რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას ყველაზე მეტი საკეისრო კვეთა 20-29 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება.

ამასთან, გასულ წელს ფიზიოლოგიურად 20 359 -მა ქალმა იმშობიარა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა