„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს.

აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი სასიკეთო ცვლილება გაატარა ამ პოზიციაზე ყოფნის დროს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში!

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. გიორგი პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო 2 წლის განმავლობაში, თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მანამდე რამდენიმე წელი იყო შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ. სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ეს ადამიანი არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი და ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა იქნება ეფექტიანი.

რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას, იგი დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა. იგი ბიზნეს ტექნოლოგიების მაგისტრია. აქვს თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის გამოცდილებაც, რადგან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ვფიქრობ, ის წარმატებით გაართმევს თავს ამ თანამდებობას.

ორივეს ვუსურვებ წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას!“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში