ლევან მაჭავარიანი - „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვქონდა დაანონსებული - დავაკვირდეთ, თუ მათი მავნებლობა გაგრძელდება, საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება

ჩვენ „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვქონდა დაანონსებული - დავაკვირდეთ, როგორ იმავნებლებენ და თუ მათი მავნებლობა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.

რაც შეეხება მათი სადეპუტატო უფლებამოსილების არცნობის საკითხს, მაჭავარიანის თქმით, პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ სიას ვერ ჩახსნის, უფლებამოსილების ცნობაზე ვერ იტყვის უარს, ხოლო შემდგომში თავად პარლამენტი იმსჯელებს, შეუწყვიტოს თუ არა მათ მანდატი.

მაჭავარიანის მტკიცებით, ეს კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრული წესია და მას ვერც ცესკო და ვერ ოპოზიცია გვერდს ვერ აუვლის.

„პარლამენტის პირველ სხდომამდე და უფლებამოსილების ცნობამდე ვერავინ ვერავითარ სიას ვერ ჩახსნის. ამის შემდეგ, ვისაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ სურს, ინდივიდუალურად მოგვმართონ და პარლამენტი დამატებით იმსჯელებს, ვის შეუწყვიტოს უფლებამოსილება და ვის - არა. კონსტიტუციითა და კანონით პროცედურა ასეთია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და პოლიტიკური პოპულიზმი. პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ ვერავითარ სიას ვერ ჩახსნის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს