ანა დოლიძე - დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის „გიორგი მშიშარა“

დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის „გიორგი მშიშარა“, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ანა დოლიძის თქმით, მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად.

„დღეს არის ბრწყინვალე აქცია, მოვიდნენ გოგოები, დედები, ქალები. ვაჩვენოთ, რომ არავინ აპირებს დათმობას. დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის გიორგი "მშიშარა". გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, ახლა გვყავს გიორგი "მშიშარა" იმიტომ, რომ მშვიდობიანი 50-100 ქალის საპასუხოდ, გადაკეტეს ყველაფერი, დაგვახვედრეს 500 პოლიციელი, ჩაგვიკეტეს ჭიშკარი და შიგნით არ გვიშვებდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო საათებში შესვლა არის საჯარო. "გიორგი მშიშარავ", ხელისუფლება ვართ ჩვენ, პროევროპული მოძრაობა, პარლამენტი ვართ ჩვენ. არავინ ვაპირებთ, რომ ეს არჩევანი გავატანოთ. მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ცესკოსთან საპროტესტო აქცია, ლოზუნგით "დავიბრუნოთ ჩვენი ხმა" მიმდინარეობს. შეკრებილი ქალები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მოითხოვენ ცესკოს შენობაში დატოვონ განცხადება ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს