არჩილ გორდულაძე - დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები და მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, კატეგორიულად მიუღებელია

დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები და მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი შედეგი არ მოაქვს ხოლმე და მთავარი კომისიების გადაწყვეტილებებია.

„არაერთი ქვეყნის ოფიციალურ პირს არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები არის ცალკეული პარლამენტის წევრების განცხადებები და მათ არავითარი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. მთავარი არის კომისიების გადაწყვეტილებები. დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები და მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე პოლიტიკოსს და პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხალხს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და ხმამაღლაა უნდა დააფიქსიროს პოზიცია, როდესაც ემუქრებიან, რომ თქვენ ამ ბენეფიტს, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ არ აირჩიეთ ის ძალა, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ორმაგი, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი, რომელიც არ არის მისაღები ორ თანასწორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში," - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. ევროპელი დეპუტატების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა და საჭიროა დარღვევების გამოძიება, ასევე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და საქართველოში ამჟამინდელი ვითარება ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია და რომ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა საქართველოს მთავრობასთან რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე