ნიკა გვარამია - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს - თუ საქართველოში ცვლილებები ვერ მოვიტანეთ, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ.

როგორც გვარამია აღნიშნავს, საქართველოში ცვლილებები არ იქნება, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება.

ბიძინა ივანიშვილი დროს სათავისოდ იყენებს, რა თქმა უნდა, ეს დრო ჩვენზე არ მუშაობს. არასერიოზულობა და მხოლოდ ემოციური ფონი კიდევ უფრო უარესად დაგვაზიანებს, ამიტომ ვცდილობთ ვიყოთ რაციონალურები.კ არგად და ცივი გონებით დავგეგმოთ პროცესები და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ნაკლები დრო დაგვჭირდეს. ჩემი აზრით, ეს გამოგვდის და შემდეგ დღეებში კიდევ უფრო გამოგვივა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან, ისე ახლოს , როგორც არასდროს. ვფიქრობ,რომ თუ ჩვენ საქართველოში ცვლილებები ვერ მოვიტანეთ, და ეს ცვლილებები ჩვენი მოსატანია, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება. ეს არ არის უბრალოდ დაახლოების და ევროინტეგრაციის საკითხი, იმიტომ რომ ეს საკითხი უკვე გაჩერებულია ისე, რომ წარმოუდგენელია როდის აღდგება. ვიზალიბერალიზაცია იქნება პირველი მსხვერპლი ამ გზაზე, ჩვენ დავკარგავთ შესაძლებლობას ვიზის გარეშე ვიაროთ ევროპაში. ეს უკვე ჩანს, სამწუხაროა, რომ ჩანს, იმედი ვიქონიოთ, რომ მოვასწრებთ სწორი რაღაცების გაკეთებას , ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პრობლემა დადგება“,- განაცხადა გვარამიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა