შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან გამოფენაში - ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ, განაცხადა ProWine Shanghai-ს საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.

„ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას. ProWine Shanghai-ის და მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო გამოფენის ფარგლებში გამართულ „ქარვისფერი ღვინის სიმპოზიუმზე“, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი ღვინის ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები დაესწრნენ.

„სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანა, მათ შორის, იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ავსტრია და სხვა. სიმპოზიუმზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე იზრდება ქარვისფერ ღვინოზე მოთხოვნა და, საქართველოსთან ერთად, სადაც სათავეს იღებს ქარვისფერი ღვინო, მისი წარმოებით სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის, მათ შორის, ქარვისფერი ღვინის, ქართულ და ჩინურ კერძებთან შეხამების მასტერკლასი, რომელსაც ცნობილი ქართველი შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ჩინელ კოლეგასთან ერთად უძღვებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ