შალვა პაპუაშვილი - საბჭოთა კავშირში რევიზორები რომ ჩამოდიოდნენ მოსკოვიდან, ახლა ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდნენ, გამოძიებები უნდა ჩაგვიტარონ და ქართველ ხალხს კონტროლი უნდა გაუწიონ

[ოპოზიციაში] თავადვე ამბობენ, რომ ვიღაცები უნდა ჩამოვიდნენ, საბჭოთა კავშირში რევიზორები მოსკოვიდან რომ ჩამოდიოდნენ, ახლა ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდნენ, გამოძიებები უნდა ჩაგვიტარონ და კონტროლი უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი იყო საქართველოსგან ვასალური სახელმწიფო შეექმნათ, რომელიც გარედან იმართება.

„ახლა თავადვე ამბობენ, რომ გარედან ვიღაცები უნდა ჩამოვიდნენ, რევიზორები, საბჭოთა კავშირში მოსკოვიდან რომ ჩამოდიოდნენ, ახლა ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდნენ რევიზორები გამოძიებები უნდა ჩაგვიტარონ და კონტროლი უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს. ჩანს რა არის მათი პოლიტიკური პლატფორმა. პლატფორმა არის არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ სახელმწიფო, რომელიც სხვებს არის აყოლილი და სხვების კარნახით მოქმედებს. ხომ ვნახეთ, როგორც იყვნენ მილეულები? აქციაზე ჩამოვიდნენ, აქციაზე დაუდგა უცხოური შვიდეული, პირდაპირ მოუწოდეს „მაიდანიო“, ვნახეთ მეორე დღეს დაიწყეს ხელახლა შემოატრიალეს სიების ჩახსნის საკითხი და ასე შემდეგ. დღისით და მზისით ვხედავთ როგორ იმართებიან გარედან. როგორ შეიძლება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქემ ხმა მისცე იმას, როდესაც ადამიანი თავისი საქმით და სიტყვით ერთ რაიმეს გაჩვენებს, ხელისუფლება იმისთვის უნდა რომ სხვას გადასცეს, გარედან იმართოს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა