გიორგი ვაშაძე - ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ, შევასხათ სახეში - ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს!

ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში ყველას. ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს! - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საარჩევნო კომისია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ დაწერილ ციფრებს ხელს მოაწერს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა დათო კირთაძეს, მან გაკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და სათქმელი. კალანდარიშვილი და მისი გვერდით მჯდომები ამ ქვეყნის სირცხვილი არიან და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. ყველამ მელანი ავიღოთ და ვინც სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში ყველას. ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს! პროტესტი და აქციები გაგრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ამ არჩევნებს აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არ აქვს. დამკვირვებლები სხდომაზე იმიტომ არ შეუშვეს, რომ ეს სპეცოპერაცია იყო რუსული ჩართულობით დაგეგმილი. ეს იცის საერთაშორისო საზოგადოებამ და სწორედ ამიტომ არ შეუშვეს საერთაშორისო დამკვირვებლები. ლეგიტიმაციის ნატამალი არ აქვს ამ არჩევნებს. ეს ივანიშვილის მიერ დაწერილი ციფრები, რომელსაც საარჩევნო კომისია ხელს მოაწერს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს