მაკა ბოჭორიშვილი - მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი - პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა

გმირად შერაცხილი ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას.

მისივე თქმით, პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა.

„სამართლის შერჩევითად გამოყენებას რომ გაძალებენ, პოლიტიკურ საფარველში ჩაბუდებულ კრიმინალებს ციხიდან გათავისუფლებინებენ, მართლაც ავტოკრატიული და რეპრესიული რეჟიმის შემქმნელებს გმირებად გვისაღებენ რუსთაველზე წამოსკუპებული, ევროპის სახელით მოლაპარაკე, თავის დროზე კარგად ნასიამოვნები “ძველი მეგობრები”, დემოკრატიის უკუსვლად რომ გვიფორმებენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, არჩევნების მოპარვის თუ გაყალბების (ამაზე ჯერ კარგად მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ) მტკიცებულებების ამაო ძიებით სასოწარკვეთილი ჯგუფების საქციელზე პასუხისმგებლობა, წამქეზებლებსაც ისევე ეკისრებათ, როგორც შემსრულებლებს!

გმირად შერაცხილი ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი. პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა.

იქნებ საქართველოს დემოკრატიული ზრდის დამკვირვებლებიდან ვინმე ოდნავ მაინც შეშფოთდეს ან შეიშმუშნოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების აშკარა და დაუფარავი ხელის შეშლის გამო?“ - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო