არჩილ გორდულაძე - თითოეული ადამიანი, რომელსაც დავალებას მისცემენ, რომ დანაშაული ჩაიდინოს მიტოვებულებად დარჩებიან, არავითარი პატრონი არ ეყოლებათ და ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს იმ ადამიანებმა, რომლებიც მიიღებენ „ნაცმოძრაობისგან“ დავალებებს

გიორგი ვაშაძეზე რა უნდა ვთქვა?! ადამიანი, რომელიც უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკური, მორალური ღირსებისგან დაცლილია და ეს განცხადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ ასეთი ქმედებები, დანაშაულები განხორციელდეს და ჩადენილი იქნას, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომლის თქმითაც, „ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა“.

მისივე თქმით, თითოეული ადამიანი, რომელსაც დავალებას მისცემენ, რომ დანაშაული ჩაიდინოს მიტოვებულებად დარჩებიან, არავითარი პატრონი არ ეყოლებათ და ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს იმ ადამიანებმა, რომლებიც მიიღებენ „ნაცმოძრაობისგან“ დავალებებს და დანაშაულზეც კი წამსვლელები არიან.

„ჩვენ კარგად უნდა გავახსენოთ ქართველ ხალხს და მათ შორის ამ ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, როდესაც აქციები მიმდინარეობდა პარლამენტთან, როდესაც დაზიანდა სახელმწიფო ქონება და ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემულები სხვისი ნივთის დაზიანების გამო, მიტოვებულები არიან ახლა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და თითოეული ადამიანი, რომელსაც დავალებას მისცემენ, რომ დანაშაული ჩაიდინოს ისევე მიტოვებულებად დარჩებიან და არავითარი პატრონი არ ეყოლებათ. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს იმ ადამიანებმა, რომლებიც მიიღებენ „ნაცმოძრაობისგან“ დავალებებს და დანაშაულზეც კი წამსვლელები არიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა