შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი - პრობლემა იმ "ევროპელ პოლიტიკოსებშია", ვინც ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა

ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პრობლემა იმ "ევროპელ პოლიტიკოსებშია", ვინც ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა".

"რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი.

თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს.

პრობლემა იმ "ევროპელ პოლიტიკოსებშია", ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა", - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად იყვნენ მისულები.

ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებს კალანდარიშვილის სახლამდე მისასვლელ ქუჩაზე ცოცხალი კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.

ამასთან, სამართალდამცავების კორდონის მიღმა იმყოფებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას.

ადგილზე შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებდნენ: "გაჟონა, გაჟონა!"

ადგილზე სიტუაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს